რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა
რუსეთში, კამჩატკის მხარეში, Ан-26-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან პალანასკენ მიემართებოდა, 22 ადამიანი, მათ შორის ბავშვი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის პალანას დასახლებული პუნქტის ხელმძღვანელი ოლგა მოხირევაცაა.
ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.