"ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დი, როცა უკ­ნი­დან რა­ღაც მომ­ხვდა და და­ვე­ცი. ავ­დე­ქი, გაქ­ცე­ვას შე­ვე­ცა­დე, მაგ­რამ მასა მორ­ბო­და, ხელი მკრეს და კვლავ და­ვე­ცი" - კვირის პალიტრა

"ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დი, როცა უკ­ნი­დან რა­ღაც მომ­ხვდა და და­ვე­ცი. ავ­დე­ქი, გაქ­ცე­ვას შე­ვე­ცა­დე, მაგ­რამ მასა მორ­ბო­და, ხელი მკრეს და კვლავ და­ვე­ცი"

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

გიორგი ნიკოლიშვილი, რომელიც ამჟამად ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, აცხადებს, რომ მას აქციის მონაწილეები თავს ორჯერ დაესხნენ, პირველი ფიზიკური თავდასხმის შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა ისევ ხელი კრეს და წააქციეს.

ამასთან, როგორც ფოტოკორესპონდენტმა, "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, თავდასხმა ზურგიდან მოხდა, რის გამოც კონკრეტული პირების დანახვა ვერ შეძლო.

"ფოტოებს ვიღებდი, როცა უკნიდან რაღაც მომხვდა და დავეცი. არ მახსოვს ვინ იყო. ფეხზე, რომ ავდექი, გაქცევას შევეცადე, მაგრამ მასა მორბოდა, ხელი მკრეს და კვლავ დავეცი. საბოლოოდ, პოლიციამ გამარიდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს ", - აღნიშნა გიორგი ნიკოლიშვილმა.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ის აცხადებს, ტვინში ჰემატომა და დაჟეჟილობა აღენიშნება, რის გამოც გადაადგილება არ შეიძლება. ის მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

მისივე თქმით, არაერთი აქცია აქვს გაშუქებული, თუმცა აქციის მონაწილეების მიერ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი აგრესია არასდროს უნახავს. გააგრძელეთ კითხვა