"როდესაც ადამიანი შენი ცხოვრების ნაწილი იყო და ახლა აღარ არის, გაუცხოება სწრაფად იწყება, მაგრამ ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს" - კვირის პალიტრა

"როდესაც ადამიანი შენი ცხოვრების ნაწილი იყო და ახლა აღარ არის, გაუცხოება სწრაფად იწყება, მაგრამ ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს"

მუდამ ღიმილიანი, ენერგიული და საქმიანი - ასე იცნობს საზოგადოება "ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარეს - ნინო ზამბახიძეს. ვერაზე დაბადებულმა და გაზრდილმა გოგონამ შეძლო მისთვის სრულიად უცხო სფეროში დამკვიდრებულიყო და წარმატების მისაღწევად, საცხოვრებლად რეგიონში გადასულიყო.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ცხოვრებას სოფლის მეურნეობას დავუკავშირებდი. ჯერ ექიმობა მინდოდა. დედაჩემი ახლაც ამბობს, რომ ძალიან მზრუნველი ვიყავი, მაგრამ ამავე დროს, ლიდერობის ნიჭი მქონდა. ყოველთვის ვახერხებდი, პატარ-პატარა შემოსავლის წყარო მქონოდა: ზოგჯერ მანქანას ვრეცხავდი და ფულს ამ გზითაც ვშოულობდი. მოკლედ, ბიზნესისკენ სწრაფვას პატარაობიდანვე ვამჟღავნებდი..."

"ვერაზე დავიბადე და გავიზარდე, მერე - ვაკეში გავთხოვდი. მე და ჩემს მშობლებს სოფელი არ გვქონდა და ზაფხულში ძირითადად ზღვაზე ან რაჭაში დავდიოდით. ჩემი ცხოვრება სოფლის მეურნეობას რომ დავუკავშირე, ყველას გაუკვირდა, თუმცა, დედა ამბობს, რომ ეს გენეტიკურია..."

"მართალია, ამბობენ, რომ საქმიან ქალებს ოჯახის შენარჩუნება უჭირთ, მაგრამ მე ესეც სტერეოტიპი მგონია: ძალიან ბევრ ჭკვიან ქალს ვიცნობ, რომელსაც კარგი ოჯახი აქვს და საქმეშიც წარმატებულია. მე ეს შეთავსება არ გამომივიდა და ოჯახი დამენგრა, მაგრამ ყოველთვის ასე ხომ არ ხდება? ისე, გამოგიტყდებით და, ამას ჩემს საქმიანობას ვაბრალებ: ისეთ სფეროში შევაბიჯე, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვდა. სულ რეგიონში მიწევდა ყოფნა..."

"როდესაც ადამიანი შენი ცხოვრების ნაწილი იყო და ახლა აღარ არის, გაუცხოება სწრაფად იწყება, მაგრამ ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, ეს ჯანსაღი მიდგომაა და არ მესმის, შვილს მამის ნახვა როგორ უნდა აუკრძალო...."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 8 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე