ვახტანგ გომელაური გადადგომაზე: "ამაზე ძალიან ბევრი ოცნებობს" - კვირის პალიტრა

ვახტანგ გომელაური გადადგომაზე: "ამაზე ძალიან ბევრი ოცნებობს"

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისი მხრიდან პოსტის დატოვებაზე "ოცნებობენ". ამის შესახებ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო.

"რა თქმა უნდაა, ამაზე ოცნებობს, ძალიან ბევრი", - აცხადებს გომელაური.

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა დაიბარეს.

"ამას თავის პროცედურები აქვს. იქ არის თავისი პროცედურები, კანონი, წესი და როცა საჭირო იქნება, მივალ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილთან იმყოფებოდნენ პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თბილისში, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს.

"პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ. ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება", - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა მისთვის მიუღებელია.

იხილეთ ვიდეო: