"შეგ­ვახ­სე­ნა, რომ ეს გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და იო­სებ ჟორ­და­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოა!" - რას წერს თალაკვაძე ბიჭზე, რომელმაც სიცოცხლის ფასად მოზარდი გადაარჩინა - კვირის პალიტრა

"შეგ­ვახ­სე­ნა, რომ ეს გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და იო­სებ ჟორ­და­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოა!" - რას წერს თალაკვაძე ბიჭზე, რომელმაც სიცოცხლის ფასად მოზარდი გადაარჩინა

რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარმა ფაქტმა სრულიად ქვეყანა შეძრა. ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ის წყალში მოზარდი გოგონას გადასარჩენად შევიდა, რომელსაც ფეხი დაუცდა და მტკვარში გადავარდა.

ახალგაზრდა კაცმა მისი გადარჩენა სცადა - გადაარჩინა, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. გარდაცვლილი შოთა ქარსელაძე იყო, რომელიც დღეს დაკრძალეს.

მის შესახებ პოსტს აქვეყნებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე: "ისევე უბრალოდ და ღირსეულად, როგორც ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად გასწირა საკუთარი სიცოცხლე, დღეს, 36 წლის შოთა ქარსელაძე მიიბარა ქართულმა მიწამ. მან სამოქალაქო გმირობის მაგალითი მოგვცა ყველას და შეგვახსენა, რომ ეს გურამ რჩეულიშვილის და იოსებ ჟორდანიას საქართველოა! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს".

"შოთიკოს მამა 28 წლის იყო ავტოავარიას რომ შეეწირა, დედამ სიმწრით გაზარდა სამი შვილი, ახლა კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა ოჯახს" წყარო