"ირაკლი ღარიბაშვილი ორი ბატონის - ბიძინა ივანიშვილის და საპატრიარქოს მსახურია. წკიპურტით გავაგდებინეთ თავის დროზე ივანიშვილს" - კვირის პალიტრა

"ირაკლი ღარიბაშვილი ორი ბატონის - ბიძინა ივანიშვილის და საპატრიარქოს მსახურია. წკიპურტით გავაგდებინეთ თავის დროზე ივანიშვილს"

"ღარიბაშვილი წკიპურტით გავაგდებინეთ თავის დროზე ჩვენ ივანიშვილს და მეორეჯერ ღარიბაშვილის წკიპურტით გაგდება ადვილი არ იქნება", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ბერძენიშვილის შეფასებით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ორი ბატონის - ბიძინა ივანიშვილის და საპატრიარქოს მსახურია.

"მენტალურადაც არის ორი ბატონის მსახური - როგორც ივანიშვილის, ასევე საპატრიარქოსი, მენტალურად ის ბნელია.

გულწრფელ ხალხს ყოველთვის იყენებს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალა. ყველაზე უფრო მკაფიო გამოხატულება მათი მიზნის და მოთხოვნის არის ევროკავშირის დროშის 2-ჯერ ჩამოხსნა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.