"ადამიანი მონა არ არის, რომ რაიმე ძალით "შეტენო". არავის გარიცხვა და კლასში ჩატოვება კარგი საქმე არ არის და ამაში მონაწილეობას არასოდეს მივიღებთ" - კვირის პალიტრა

"ადამიანი მონა არ არის, რომ რაიმე ძალით "შეტენო". არავის გარიცხვა და კლასში ჩატოვება კარგი საქმე არ არის და ამაში მონაწილეობას არასოდეს მივიღებთ"

"ქართულ ოცნებაში" მორალური ადამიანები არსებობენ, რომელთაც თავი აარიდეს იმ კომიტეტის სხდომაზე მოსვლას, სადაც მათი კოლეგების პარლამენტიდან გარიცხვის საკითხი იხილება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა. ხვიჩია დარწმუნებულია, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრებმა სხდომაზე მოსვლისგან თავი შეიკავეს.

"ადამიანი მონა არ არის, რომ რაიმე ძალით "შეტენო". შესაბამისად, ეს ამბავი არ უნდა მოხდეს, მაგრამ უნდა გავარკვიოთ, ვის უნდა პარლამენტში მუშაობა და ვის არა. მგონია, რომ შალვა ნათელაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ. არავის გარიცხვა და კლასში ჩატოვება კარგი საქმე არ არის და ამაში მონაწილეობას არასოდეს მივიღებთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სხდომა, რომელზეც 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. გადადების მიზეზი კვორუმის არქონა გახდა, რადგან სხდომაზე მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე გამოცხადდნენ. როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტის სხდომა მომავალ კვირას აუცილებლად ჩატარდება.