"ისეთ რამეს არ ჩავიდენ, რისი ახსნა და დასაბუთებაც არ შემეძლება"
"ისეთ რამეს არ ჩავიდენ, რისი ახსნა და დასაბუთებაც არ შემეძლება", - ასე პასუხობს "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტების კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს ცესკო-ს თავმჯდომარეობის რომელიმე კანდიდატს.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ კანდიდატებს ჯერ არ იცნობს, ამიტომ უნდა გაიცნოს და საკუთარ აზრს მედიას შემდეგ ეტყვის.
"მე არ ვიცნობ ამ ადამიანებს. შესაბამისად, ვერ გეტყვით დავუჭერ მხარს თუ არა. ალბათ, მომეცემა საშუალება გავიცნო. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მათ მხარს არ უჭერენ, აბა ვის გვირჩევენ, ვის დავუჭიროთ მხარი? ვიღაცამ ჩემს მიმართ პრეტენზია რომ დააყენოს, თამარ ჟვანიას ამართლებდი და ამიტომ არ გიჭერ მხარსო, არ იქნება დამაჯერებელი.ხომ იცით, ისეთ რამეს არ ჩავიდენ, რისი ახსნა და დასაბუთებაც თქვენთვის არ შემეძლება, მაგრამ ამ წუთას, ამ ორ კანდიდატს არ ვიცნობ, ყურადღებით გავიცნობ და ამის შემდეგ ვეცდები ჩემი კვალიფიციური აზრი გითხრათ," - განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, პრეზიდენტთან შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკო- ს თავმჯდომარის ვაკანტურ თაბამდებობაზე ცესკო- ს 2 მოქმედი თანამშრომელი - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი წარადგინა.