"გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი..." - რა დიაგნოზის დაუსვეს ექიმებმა სალომე ბაკურაძეს და როგორ გრძნობს მომღერალი ახლა თავს? - კვირის პალიტრა

"გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი..." - რა დიაგნოზის დაუსვეს ექიმებმა სალომე ბაკურაძეს და როგორ გრძნობს მომღერალი ახლა თავს?

მომღერალი სალომე ბაკურაძე რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ წერდა. როგორც აღმოჩნდა, მისი მდგომარეობა არც ისე მარტივი იყო: "რამდენიმე დღის წინ გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. ფეხი ძირს ვერ დავადგი. თვალებს ვერ ვახელდი. თავიდან ცუდი დიაგნოზის მოლოდინი ჰქონდათ, გადამიღეს კატე, ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, თუმცა არ დადასტურდა” - წერდა მომღერალი. ექიმებმა სალომე ბაკურაძეს ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთების დიაგნოზი დაუსვეს. ის თავს ამჟამად კარგად გრძნობს, თუმცა მკურნალობას აგრძელებს.

როგორც თავად იხსენებს, საავადმყოფოში გატარებული დრო მისთვის რთული იყო და სახლში წასვლა საკუთარი ფეხით ვერ შეძლო: „კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ლაშამ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა. ვაწყნარებდი, მაცალე ცოტა ხანი და გავივლი-მეთქი. დღემდე მჭირდება სარეაბილიტაციო ვარჯიშები“ - ამბობს სალომე. იხილეთ სრულად