"3 წლის განმავლობაში მოვახერხე, რომ ცემა-ტყეპა არ მომხდარა, ჟურნალისტების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ მდგარა" - კვირის პალიტრა

"3 წლის განმავლობაში მოვახერხე, რომ ცემა-ტყეპა არ მომხდარა, ჟურნალისტების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ მდგარა"

3 წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც ახლა მოხდა, არ მომხდარა, - ასე აფასებს პარტია ,,საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია 5-6 ივლისს პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებას.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი პრემიერ-მინისტრობისა თუ შს მინისტრობის პერიოდში მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა.

"მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი, პრემიერი-მინისტრიც და ერთი და იგივე ხდება ყოველწლიურად. მაგრამ, სამი წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც მოხდა, არ მომხდარა, ჩვენ მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძვნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა, რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო