საქართველოში კორონავირუსის 952 შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 658 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 623 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 952 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 152-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.69 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.79 ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 999 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 226-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 452 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 11, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 70, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 448 საიდანაც: 3 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 169, იმერეთში - 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 716 პირი, მათ შორის, თბილისში - 374, აჭარაში - 46, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში - 126, აჭარაში - 3, იმერეთში - 9. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 660 - თბილისში, 242- აჭარაში. 8 069 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 98 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 18.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 940 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 205 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 865, პირი, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 045.
"ინტერპრესნიუსი"