"აქ სალაპარაკო ნაკლებია... მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს" - კვირის პალიტრა

"აქ სალაპარაკო ნაკლებია... მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს"

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და როგორც აცხადებენ, ოფისში შესვლას აპირებენ.

როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და მთელი მინისტრთა კაბინეტი გადადგეს.

„აქ სალაპარაკო ნაკლებია. მოვედით მე და ელენე და ვაპირებთ შესვლას. ეს არ არის ხელისუფლება. მოძალადეობრივმა ჯგუფმა სახელად დაირქვა არა პირდაპირ სიკვდილის ბრიგადა ან მოძალადე, არამედ „ქართული ოცნება“.

ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ეტაპზე. მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს და ყველანი, სადაც არ უნდა ვიყოთ - თბილისიდან გასული და ა.შ., ვბრუნდებით თბილისში და მთელი თბილისი გამოდის რუსთაველზე დღეს, 6 საათზე. ასევე უნდა მოვიდნენ აქ, მოძალადეების ოფისთან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"