"ივა­ნიშ­ვილს ის­ტო­რი­უ­ლად გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სი დარ­ჩა" - რას წერს გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"ივა­ნიშ­ვილს ის­ტო­რი­უ­ლად გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სი დარ­ჩა" - რას წერს გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერს. ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილს "ისტორიულად გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა."

"ივანიშვილს ისტორიულად გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა: აღიაროს, რომ ხელისუფლებაში არსაიდან მოიყვანა უინტელექტო, უზნეო და უტიფარი დაჯგუფება, რომელსაც არ უყვარს სამშობლო, პატივს არ სცემს სახელმწიფოს და ძალაუფლების მეტი არაფერი აინტერესებს.

დაიბრუნოს პასუხისმგებლობა, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ერთადერთი მისიით - ჩაატაროს გამჭვირვალე, კონკურენტული, სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები.

ისეთი არჩევნები, რომელშიც დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს.ჩაატაროს და წავიდეს…

ეს კარგი წინადადებაა მისთვის….ყველა სხვა გზას ის მიყავს უცილობელი კატასტროფისკენ" - წერს ხუხაშვილი.