პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული - კვირის პალიტრა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი ავტობუსები დგას. ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

ამ წუთებში პარლამენტის წინ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. აქციაზე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომას ითხოვენ.