ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საერთაშორისო მედია ეხმაურება - კვირის პალიტრა

ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საერთაშორისო მედია ეხმაურება

უცხოური მედია "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება."ქართველი ოპერატორი, 37 წლის ალექსანდრე ლაშქარავა ანტი- LGBTQ, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების თავდასხმას ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობამ პასიურობა გამოიჩინა, რა დროსაც ათობით ჟურნალისტი დაშავდა", - წერს გამოცემა თჰე Gუარდიანს.

გამოცემა წერს, რომ LGBTQ თემის მოწინააღმდეგეებმა ორშაბათს პრაიდის ჩაშლა სცადეს, რა დროსაც ჟურნალისტებს დაესხნენ თავს და ჟურნალისტების ნაწილმა სხეულის სხვდასხვა დაზიანება მიიღო.

"მაშინ როდესაც საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაცია კანონით დასჯადია, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის შორისაა, კვლავ ძალიან კონსერვატიულია. პრაიდის მოწინააღმდეგეების თავდასხმის დროს დაშავებული ქართველი ოპერატორი დაიღუპა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს", - წერს BBC.

გამოცემის მიხედვით LGBTQ თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს დაესხნენ თავს და ოფისები დაარბიეს.