მთავრობის ადმინისტაციასთან აქცია დასრულდა
"ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დღევანდელო აქცია მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა.
როგორც მთავარი არხის გენარალურმა დირექტრომა ნიკა გვარამიამ განაცხადა, აქცია 12 ივლისს, 18:00 საათზე გაგრძელდება, იმ შემთხვევაში თუ 12:00 საათამდე ირაკლი ღარიბაშვილი და მთვარობა არ გადადგება.
"12:00 საათამდე საქართველოს მთავრობა მისი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით უნდა გადადგეს, თან უნდა წაჰყვეს ლილუაშვილი. ეს არის ის ხალხი, ვინც ლექსოს გარდაცვალებაზე არის პასუხიმგებელი. ვითხოვთ ხვალ, 12:00 საათამდე გადადგეს მთავრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი შემოგვიერთდება რეგიონებიდან. ველოდებით ხვალინდელ 12:00 საათს, ველოდებით ხელისუფლების გადადგომას" , - განაცხადა გვარამიამ.