"არ გვაინტერესებს რა თქვა პრემიერმა, დღეს ის არ ადგენს პირობებს - გვაქვს უპირობო მოთხოვნა, ჩვენ უნდა ჩავიბაროთ მისი გადადგომა"
ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაკეთებული განცხადებებით ძალადობისკენ კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება.
ჟურნალისტის თქმით, მათი მოთხოვნა უცვლელია, რომ დატოვოს პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ჩვენ,კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ დღეს ვიკრიბებით 18:00 საათზე. დღეს, ასევე იქნება ძალიან აქტიური დღე.
არ გვაინტერესებს რა თქვა პრემიერ-მინისტრმა, დღეს ის არ ადგენს პირობებს. ჩვენ გვაქვს უპირობო მოთხოვნა, ჩვენ უნდა ჩავიბაროთ პრემიერ-მინისტრის გადადგომა, რა დროც არ უნდა დაგვჭირდეს ამისთვის. ჩვენ აქედან არ წავალთ", - განაცხადა ვახო სანაიამ