როგორი ამინდი იქნება საქართველოში 13-14 ივლისს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ივლისს, დღის ბოლოდან 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.