პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს.

მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ აპროტესტებენ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.

ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

"ინტერპრესნიუსი"