"კანონიერმა ქურდმა" საკუთარი პასპორტი შეჭამა" - ვინ არის "კოპალა" და რა მოხდა ბორისპოლის აეროპორტში - კვირის პალიტრა

"კანონიერმა ქურდმა" საკუთარი პასპორტი შეჭამა" - ვინ არის "კოპალა" და რა მოხდა ბორისპოლის აეროპორტში

"კანონიერმა ქურდმა" ავთანდილ კობეშავიძემ, იგივე "კოპალამ" საკუთარი პასპორტი შეჭამა იმ მიზნით, რომ უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის პროცესი ჩაეშალა და ეს ამ ეტაპზე გამოუვიდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა "კოპალა" ბორისპოლის აეროპორტში, კომპანია "იანეარის" თვითმფრინავში ჩასვეს, რომელიც ბათუმში უნდა გამოფრენილიყო.

ავთანდილ კობეშავიძე თვითმფრინავში ყველა მგზავრზე ადრე შეიყვანეს. პოლიციელთა ინფორმაციით, მან თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე შეჭამა პასპორტი.

სამართალდამცველები არკვევდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა დროსაც სხვა მგზავრები, დაახლოებით, 100 ადამიანი, მათ შორის უკრაინული დელეგაციის წევრები და ასევე ბავშვები, მოსაცდელ ოთახში ჰყავდათ. განაგრძეთ კითხვა