"უხაროდა, რომ ყოფილ ცოლთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, წელს ბავშვი ერთად უნდა წაეყვანათ ზღვაზე..."
"ტვ პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელიც ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთან ერთად 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში მოძალადე ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, გარდაცვლილ კოლეგაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"ამ თემას ასე საჯაროდ ბოლოჯერ შევეხები, ახლა ჩემი საქმით და მიკროფონით უნდა გავაგრძელო ბრძოლა, მანამდე კი მოგიყვებით ცოტას ყველაფერზე და ცოტას ლექსოზე...
ძალიან აქტიური იყო, სულ ლაპარაკობდა არასდროს ჩერდებოდა, პირველად რომ წავედით გადაღებაზე, მითხრა, წლებია ოპერატორი ვარო. მერე ჩვენთან ხმები დადიოდა, იცით ეგ რამდენი წელია ძალიან პროფესიონალიაო. გადაღებაზე რომ მივდიოდით, ძალიან ბევრ კადრს იღებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო რესპოდენტი, სანამ რაკურსი არ მოეწონებოდა, იქამდე აწვალებდა, მე ასეთი ჩვევა მაქვს მანქანაში წინა სავარძელზე ვჯდები, არადა წესით ეგ ადგილი ოპერატორებისთვისაა განკუთვნილი - ყველა ყოველთვის მითმობს, ლექსოც სულ ასე იქცეოდა. სიმღერები გვიყვარდა და სულ ჩართული გვქონდა გადაღებაზე წასვლმდე...
5 ივლისს ოპერატორების ოთახში რომ ჩავედი, მე წამოგყვებიო მითხრა. მერე არ ვიცი, ალბათ გული უგრძნობდა, მირანდა იცოდე, რამე ძალადობაზე თუ გადმოვლენ, მაგრად ვიჩხუბოთო - იცოდა, რომ სულ შეიძლებოდა ჩემი ნდობა - ვიჩხუბეთ, მართლა ვიჩხუბეთ, თან ბოლომდე ვიჩხუბეთ.
არავისთვის მითქვამს, როცა ყველაფერი დაგვიმტვრიეს, ლექსო სასტიკად სცემეს, ტელევიზიას მხოლოდ ლექსოს ტელეფონით მივაწვდინეთ ხმა, არ გვითქვამს, რა დაზიანებები გვქონდა, უბრალოდ ტექნიკის განადგურებაზე ვუთხარით. ერთი მოვიფიქრეთ, რომ ლექსოს ტელეფონიდან ლაივი ჩაგვერთო. იცით რა ქნა ნაცემმა, დასისხლიანებულმა ლექსომ?! ტელეფონი გამომგლიჯა, წინ დამაყენა და თვითონ მიღებდა, მაინც მიღებდა!!!
ყოფილ ცოლთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, სულ მეუბნებოდა ძალიან მოწონხარ, ისე უფრო ლამაზიაო, ამბობსო... უხაროდა, იცი, რა თანამედროვე ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთო, წელს თაია ერთად უნდა წაეყვანათ ზღვაზე და ემზადებოდა. დილის 6 საათზე ძაღლს მზიურში ასეირნებდა... ნიუსიდან წასვლა უნდოდა, ოღონდ არა პროფესიიდან, კურსებზე უნდა ჩაწერილიყო და სტედიკამზე ემუშავა... განაგრძეთ კითხვა