"მე ძალიან, ძალიან ქართველი ვარ": რას ამბობს დემნა გვასალია ახალ კოლექციაზე? - სიჩუმეში გამართული შოუს დეტალები
"მე ძალიან, ძალიან ქართველი ვარ": რას ამბობს დემნა გვასალია ახალ კოლექციაზე? - სიჩუმეში გამართული შოუს დეტალები
Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ბოლო დღეებია განსაკუთრებით დიდი ყურადღების ობიექტია.
"ბალენსიაგას" ისტორიაში 53 წლის შემდეგ პირველად, დემნამ ოტ-კუტიურ კოლექცია შექმნა და ჩვენება 10 Avenue Georges V-ის სალონში გამართა, იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად იმართებოდა ბრენდის კოლექციების წარდგენა.
ბოლოს Balenciaga-ს ოტ-კუტიურ ჩვენება 1968 წელს ჰქონდა და კოლექციის ავტორი ამ მოდის სახლის დამფუძნებელი, კრისტობალ ბალენსიაგა იყო.
ყოველ წელს ჩნდება კითხვა - მაშინ როცა დიზაინერები უმეტესად აქცენტს აკეთებენ ქუჩის სტილზე, კომფორტულ სამოსზე, ყოველდღიურობაზე, არის თუ არა ოტ-კუტიური რელევანტური თანამედროვეობისთვის?
Vogue წერს, რომ დემნა გვასალიამ ამ კითხვას თავისი უნიკალური კოლექციით გასცა პასუხი და პასუხი არის - კი. დემნამ აჩვენა, რომ მაღალი მოდა შესაძლოა შეერწყას თანამედროვეობას და სრულიად უნიკალური სახე მიიღოს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები