არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება - კვირის პალიტრა

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

“არემჯის” საზაფხულო სკოლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ყველაზე ინტერესიანი, მონდომებული და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მისაღებად ემზადება.

პროექტი, ტრადიციულად აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გაიმართება და ის კონკურსის შედეგად შერჩეული 40 საუკეთესო სტუდენტისთვის, „არემჯის“ საწარმოებში ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს.

პროექტის მიზანია, სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენა, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მომავალში დასაქმების ხელშეწყობა.

საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“ წელს მეოთხედ ახორციელებს, 2018 წლიდან მასში უკვე 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 20 მათგანი, დღეს უკვე კომპანიის გუნდის წევრია, ხოლო 15 გრძელვადიან სტაჟირებას გადის კომპანიაში.

„არემჯის საზაფხულო სკოლაში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ერთი თვის განმავლობაში საკუთარი თვალით ნახონ და პრაქტიკულად ჩაერთონ კომპანიის საწარმოო პროცესებში. პროექტის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გაივლის წინასწარ გასაუბრებას და დააკმაყობილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს, კომპანია სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას, ადგილზე საცხოვრებლით და ყველა საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებით უზრუნველყოფას და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალურ გამოცდილებას, რომელსაც სტუდენტები ადგილზე მიიღებენ.“- განაცხადა არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საკადრო საკითხებში გიორგი ჩხეიძემ.