"არ მინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგეს"
"არ მინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგეს"
"ხომ უნდა შეგვეძლოს ვთქვათ, რა არის ჩვენი მიზანი? არის დასჯა შს მინისტრის და ღარიბაშვილის, რაც ჩემი აზრით, სრულიად უშინაარსოა. ოპოზიცია დღეს ამას ითხოვდეს, სასაცილოა, ჩემი აზრით. იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები არიან მარიონეტები, ანუ ხელისუფლება არის სრულიად განსხვავებული ადამიანების ჯგუფის ხელში, ვიდრე ჩვენ ამას ვუყურებთ. თუ ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას, რა მნიშვნელობა აქვს, ღარიბაშვილი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი თუ კობახიძე ჩაანაცვლებს. შეიძლება, რომ ეს ძვირფასი თვეები, ანუ ორ-ნახევარი თვე დავხარჯოთ იმაზე, გადადგება თუ არა ღარიბაშვილი? აი, საერთოდ არ მაინტერესებს, პირიქით, არ მინდა, რომ გადადგეს, ანუ მინდა, რომ მშვიდად მივიდეთ 2 ოქტომბრამდე", - ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
იხილეთ ვიდეო: