"საქართველოში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 000 დოზა არის შემოსული"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე "ფაიზერის" 28 000 დოზა არის შემოსული. მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე, "ფაიზერის" ვაქცინაზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებზე.
"ამ ეტაპზე, შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორნაწილად - 14 000-14 000. მოგეხსენებათ, რომ მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ, ამიტომ, ყველა ადამიანს რომ გარანტირებულად შეხვდეს, ანუ პირველად აცრილს, რა თქმა უნდა, მისთვის იქნება გარანტირებული (მეორე დოზა).
ამ ეტაპზე, ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს იმაზე, რომ "ფაიზერზე" ასაკი დაიწევა - როგორც ამ ეტაპზე ინსტრუქციით არის -16 წლის ზემოთ. მომავალ კვირაში ეს გაფორმდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და "ფაიზერის" უკვე, მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ამ ეტაპზე "ბუკინგ ჯავშნები" იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ. არ არის ზედა ზღვარი". - აცხადებს გამყრელიძე.