რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს - კვირის პალიტრა

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე გამთენიისას მოხდა. რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და მსხვერპლით დასრულდა.

ერთ-ერთი მათგანი ცივი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, 26 წლამდე ასაკის მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.