გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
გლდანში, 35 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა ღამით მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.