გურამ ფალავანდიშვილისა და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
ამასთან, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაშიც.
ოჯახის ინფორმაციით, თავად მახარაძე სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე წაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც მუშაობენ.
შსს-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.