გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მთავარი სამმართველო დატოვა - კვირის პალიტრა

გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მთავარი სამმართველო დატოვა

გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა ქალაქის მთავარი სამმართველო დატოვა. მისი თქმით, გამოკითხვა ჯერ კიდევ გრძელდება. როგორც ალექსანდრე ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ის გამოკითხვაზე დაბრუნდება, თუ ამას გამოძიება გადაწყვეტს.

"ჯერ არ დასრულებულა პროცესი. მე საგამოძიებო თემასთან დაკავშირებით რაღაც დეტალზე გავდივარ.

იმედია, რომ უკანონოდ, იმის გამო, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვთხოვა, უდანაშაულო ადამიანებს სახელმწიფო არ დასჯის", - განაცხადა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.