როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს.
მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.