შარლ მიშელი სომხეთში ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთში ჩავიდა. მედიის ცნობით, შარლ მიშელი სომხეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი შეხვდება პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი და შარლ მიშელი განცხადებებს გააკეთებენ მედიასთან.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს.