პარლამენტში ჟურნალისტები ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ - კვირის პალიტრა

პარლამენტში ჟურნალისტები ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ

პარლამენტში მედიის წარმომადგენლები "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

ამით ისინი გამოხატავენ პროტესტს ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალების გამო, ასევე 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ მომხდარ ძალადობაზე.

მედიის წარმომადგენლები ფოტოებით პარლამენტის სხდომათა დარბაზის შესასვლელთან განლაგდნენ და გეგმავენ ამ პერფორმანსის ფონზე შეაცილონ "ქართული ოცნების" დეპუტატები სხდომაზე.

"ინტერპრესნიუსი"