"შალვა პაპუაშვილი როგორ უნდა დარჩეს პარლამენტში ... როგორ იძალადა ქალი დეპუტატის მიმართ..."
ეკა ბესელია პარლამენტში მომხდარ არეულობას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"შალვა პაპუაშვილი როგორ უნდა დარჩეს პარლამენტში დღევანდელი უსაქციელობის მერე?? როგორ იძალადა ქალი დეპუტატის მიმართ და რა უმსგავსო იყო მისი ქმედება!!! პ.ს. ეს პარლამენტია??? (წყარო)
ინფორმაციისთვის, პარლამენტში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა