პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება ახალშობილს, ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.