ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია - კვირის პალიტრა

ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

როგორც ცნობილია, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის "ასოცირებული ტრიოს" ფარგლებში შეთანხმება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.