იოანე ბაგრატიონმა ვაჟის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც დღეს 6 თვის გახდა
იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელების ოჯახს პირველი ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი 19 იანვარს შეეძინათ.
დღეს იოანე ბაგრატიონ-მუხრანელმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პატარა ბაგრატის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც 6 თვის გახდა.(წყარო)
ინფორმაციისთვის, ბაგრატ ბაგრატიონი დაიბადა საქართველოში, თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში. ფიზიოლოგიური მშობიარობა მიიღო პროფესორმა ნიკოლოზ (ნუკრი) კინტრაიამ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა და საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა.
ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი დაიბადა საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახში, ისევე როგორც, ესპანეთის და საფრანგეთის ბორბონების, გერმანია-ბავარიის ვიტელსბახების და ავსტრიის ჰაბსბურგების ევროპული სამეფო დინასტიების შთამომავალი.
იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებმა ვაჟი მონათლეს - ფოტოები ნათლობიდან