"ერაყში მომხდარი თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმის მათრახს საზღვრები არ აქვს"
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს ალ-სადრის ბაზარში მომხდარ თავდასხმას, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.
"ეს თავდასხმა გვახსენებს, რომ ტერორიზმს მათრახს საზღვრები არ აქვს. დამნაშავე პირებმა მართლმსაჯულების წინაშე პასუხი სასწრაფოდ უნდა აგონ", - ნათქვამია განცხადებაში.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ერაყის მთავრობას, დაზარალებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სადრ-სითის რაიონის ბაზარში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.