"უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან, თქვენი კოლეგის. ეს ბიჭი არის ჩემი, თქვენი არ არის"- ვოლსკი ჟურნალისტებს
უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს, თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიების დაწყებამდე.
გია ვოლსკიმ მედიის ერთ-ერთ წარმომადგენელს გარდაცვლილი ოპერატორის ფოტო გამოართვა და განაცხადა:
„უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან, თქვენი კოლეგის. ეს ბიჭი არის ჩემი, თქვენი არ არის“, - მიმართა გია ვოლსკიმ „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს.
"ინტერპრესნიუსი"