საქართველოში ელჩობიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილეობამდე - რას ამბობდა ჯონ ბასი საქართველოზე და როგორ უჭერდა მხარს "პალიტრა მედიას" - კვირის პალიტრა

საქართველოში ელჩობიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილეობამდე - რას ამბობდა ჯონ ბასი საქართველოზე და როგორ უჭერდა მხარს "პალიტრა მედიას"

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი ამერიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნულ პოზიციაზე ბასი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე წარადგინა

ჯონ ბასი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ინსტიტუტის უფროსი მრჩეველია, სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში, ავღანეთში, თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და ეკავა მაღალი თანმდებობები სახელმწიფო დეპარტამენტში.

57 წლის ამერიკელ დიპლომატს დამთავრებული აქვს სირაკუზის უნივერსიტეტი. 1988 წელს ის შეუერთდა ამერიკის საგარეო სამსახურს და დიპლომატიურ მისიას. 1998 წელს მუშაობდა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და გახლდათ ევროპასა და ევრაზიაში პირველი სპეციალური წარმომადგენელი. ჩართული იყო კოსოვოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

2009-2012 წლებში იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში, 2014-2017 წლებში კი აშშ-ის ელჩი თურქეთში. ჯონ ბასი საუბრობს ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე.

ჯონ ბასი და საქართველო

საქართველოში მოღვაწეობის განმავლობაში და მას შემდეგაც, ჯონ ბასი აქტიურად უჭერდა მხარს ჩვენს ქვეყანას.

"საქართველო არის გარდამავალ ეტაპზე მყოფი საზოგადოება - საზოგადოება, რომელსაც აქვს ოკუპაციისა და ტოტალიტარული მთავრობის ისტორია, ასევე რამდენიმე მრავალწლიანი კონფლიქტი უახლეს ისტორიაში. ამ მემკიდრეობის პრობებში გარდაქმნა კი მეტს მოითხოვს, ვიდრე გარკვეული რაოდენობის კანონების მიღება, ან გარკეული რაოდენობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობაა. გაცილებით რთულია კულტურის შეცვლა - შეცვლა იმისა, თუ როგორ ფიქრობს ხალხი, როგორ ესმით მათ ურთიერთობები მთავრობასა და მოქალაქეებს, მთავრობასა და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის, ასევე მედიის როლი თავისუფალ საზოგადოებაში...", - ამბობდა ჯონ ბასი რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

დიპლომატმა 2015 წელს ჩვენს ქვეყანას სოციალურ ქსელში დამოუკიდებლობის დღე ამ სიტყვებით მიულოცა - "საქართველოს გაუმარჯოს! მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც მთელი საქართველო და მისი ბევრი მეგობარი ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სოხუმის, ცხინვალის და ახალგორის ტერიტორიებზეც აღნიშნავს."

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულების დროს მისი გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელიც ქართული სიტყვებით იწყებოდა - "მე მიყვარს საქართველო." განაგრძეთ კითხვა