"ბატონმა დანიელსონმა გაითვალისწინა, რომ რადიკალური ოპოზიცია ხელოვნურად შექმნიდა კრიზისს და შეთანხმებაში დაბლოკვის მექანიზმი ჩადო" - კვირის პალიტრა

"ბატონმა დანიელსონმა გაითვალისწინა, რომ რადიკალური ოპოზიცია ხელოვნურად შექმნიდა კრიზისს და შეთანხმებაში დაბლოკვის მექანიზმი ჩადო"

როგორც ჩანს, ბატონმა დანიელსონმა გაითვალისწინა, რომ რადიკალური ოპოზიცია ხელოვნურად შექმნიდა კრიზისს და ამიტომ ჩაიდო დაბლოკვის მექანიზმი შეთანხმებაში, როცა 6 თვით იქნება შესაძლებელი 76 ხმით აირჩეს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის პრეტენზიები ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

"ოპოზიცია მოქმედებს "ჩემი შენ გითხარის" პრინციპით. მიშელის დოკუმენტში წერია, როგორ უნდა ყოფილიყო ცვლილება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით. კანდიდატები არიან ობიექტურები და პროფესიონალები, თავად ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აღიარებს ამას, მაგრამ მხარს არ უჭერენ იმიტომ, რომ ისინი არიან ცესკოს თანამშრომლები. ეს არის ორმაგი სტანდარტი და საზოგადოება კარგად ხედავს, ვის აქვს მიდგომები სუბიექტური და ვის ობიექტური," - განაცხადა მაჭარაშვილმა.