ქვეყანაში "დელტა +"-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების 40-50 % უკვე "დელტაზე" მოდის - კვირის პალიტრა

ქვეყანაში "დელტა +"-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების 40-50 % უკვე "დელტაზე" მოდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში "დელტა +"-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 40-50% "დელტა" შტამზე მოდის.

"გვაქვს "დელტა +"-ის ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევა. რასაც ლუგარში ვუყურებთ ყოველდღიურად, იმის მიხედვით დგინდება, რომ 40-50%-მდე ქვეყანაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლა "დელტამ",- განაცხადა გამყრელიძემ.