ეკატერინე ტიკარაძე ქვეყნის მასშტაბით გეგმური ოპერაციების შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყნის მასშტაბით გეგმური ოპერაციების შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი დადგენილება ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდშიც გამოსცა.
"ამ დროს მნიშვნელოვანია საწოლფონდი მობილიზებული იყოს პანდემიაში ჩასართავად და შესაბამისად, რომ არ იყოს ცდუნება, ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე. ვაკეთებთ იმიტომ, რომ არ იყოს ცდუნება ჩაატარონ ოპერაციები, რომელიც მათ სურთ და არ იყოს უარი ქვეყნის საჭიროებებზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების გახსნა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო.
"არ გამოვრციხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო გახდეს,"- ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ქვეყნის საველე ბრძოლაზე გადასვლას, მათ შორის საველე ჰოსპიტლების გახსნასა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნას გულისხმობდა.
რაც შეეხება პედიატრიული საწოლების მობილიზების საკითხს, ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში პედიატრიული საწოლების დეფიციტი არ არის.
"მხოლოდ დღეს რესპუბლიკურ საავამყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა. არცერთი ბავშვი არ დარჩება ექიმის მომსახურების და კლინიკის გარეშე, რომელსაც ესაჭიროება ექიმის და კლინიკის დახმარება," - განაცხადა ტიკარაძემ.