რუსეთი მზად არის საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს, - რუსული სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განუცხადა."მზად ვართ ეს [ავია მიმოსვლის განახლების საკითხი] განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, - აღნიშნა კარასინმა.მისი თქმით, იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს უახლოეს თვეებში შეხვდება.”იმედი გვაქვს, რომ უახლოეს თვეებში ვფიქრობ შემოდგომაზე - სექტემბერ-ოქტომბერში - პირადად შევხვდებით”, - აღნიშნა კარასინმა.მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.