კომპანია "გუგლი" და "ფეისბუქი" ოფისის თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს ხდიან
"კომპანია "გუგლი" და "ფეისბუქი" აცხადებენ, რომ აშშ-ის თანამშრომლებმა ოფისში სამუშაოდ გამოცხადებამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაიკეთონ", - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, "გუგლი" აღნიშნული რეგულაციის დაწესებას უახლოეს მომავალში სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
ამასთან, "დელტა" ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო კომპანიამ დისტანციურად მუშაობის რეჟიმი 18 ოქტომბრის ჩათვლით გაახანგრძლივა.