"ეს არის ხაფანგი... ხელისუფლების გეგმა მარტივია"
"ხელისუფლების გეგმა მარტივია - შეთანხმებიდან გასვლით ადგილობრივი არჩევნებისადმი ინტერესის დაგდება. ამ ფონზე არჩევნების ყიდვა და მერე მტკიცება დასავლეთისთვის, რომ ისევ მაგრად დგანან ფეხზე", - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ეს არის ხაფანგი...
ამიტომ, ოპოზიციის სწორი პასუხია შემდეგი: მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ადგილობრივი არჩევნების დიდი ანგარიშით მოგება და ამ შემთხვევაში ისინი ქართველ ხალხთან ერთად აიძულებენ ხელისუფალს შეასრულოს აღებული ვალდებულება", - წერს ხუხაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: "ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს