"გაბრაზებული" საკმაოდ გამორჩეული ტერმინია - შეერთებულ შტატებს მოთმინება გამოელია"
"გაბრაზებული" საკმაოდ გამორჩეული ტერმინია. არასდროს მინახავს საელჩოს განცხადებაში", - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი "ტვიტერში" წერს, რითაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან.
"სიმართლე ითქვას, შეერთებულ შტატებს მოთმინება გამოელია, ისევე, როგორც სხვა დასავლურ ქვეყნებს, რომლებიც ამ დრომდე ზრუნავდნენ საქართველოზე. ეს სერიოზულია, გამოფხიზლდით,"- წერს ყოფილი პრეზიდენტი.