"შარლ მიშელმა ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის - მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში"
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
"შარლ მიშელი არის ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ყველა ვალდებულება ცალმხრივად შეასრულა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია რეფორმებს გააგრძელებს.
განიხილავს თუ არა გიორგი გახარია აჩი არველაძის კანდიდატურას მერის არჩევნებში? - "ყველა ნახავს, რომ მეორე ტური თუ იქნება, იმ მეორე ტურში ჩვენც ვიქნებით"