დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ორი დოზით ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მინიმალურია. როგორც ზახაშვილმა მედია- სემინარზე აღნიშნა, 1-ელი ივლისის მონაცემებით, ორჯერადად აცრილ პირებში ლეტალობის შემთხვევა არ ყოფილა."1-ლი ივლისის მდგომარეობით ჩანს, რომ საკმაოდ დაბალია ქვეყანაში აცრილთა შორის ინფიცირების შემთხვევები. ამ რაოდენობას მცირედ აღემატება პირველი დოზით შემდეგ ინფიცირება, ხოლო მეორე დოზის შემდეგ ინფიცირება მინიმალურია. 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ორჯერადად აცრილებში ლეტალური შემთხვევა აღწერილი არ გვაქვს",- განაცხადა ზახაშვილმა.