თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით დაუდგენელია რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის ტურისტი, შანე ბრუკი.
ცნობისთვის, ის სალაშქროდ წავიდა და მისი კვალი გუშინდელი დღიდან იკარგება. როგორც მეგობრების ჰყვებიან, გოგონა მთაწმინდის ტერიტოიაზე გადაადგილდებოდა.
სამძებრო სამუშაოებში 100 მაშველი იყო ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, ძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.