"კორონავირუსი ორჯერ გადავიტანე და ახლა ვირუსი რომ მხედავს, მიფრთხის, აუ, ისევ გილიგაშვილიო?"
"სიყვარულზე დიდი დამცველობითი ვაქცინა დედამიწაზე არ არსებობს"
ზაფხული მოვიდა, დასვენებისა და განტვირთვის სეზონი, თუმცა ქვეყანაში ვერაგი კორონავირუსი და პანდემია კვლავ მძვინვარებს, ამასთან ბოლო პერიოდია, ინფიცირებულების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. სად აპირებენ დასვენებას, ჩაუშალათ თუ არა პანდემიამ გეგმები და რა დამოკიდებულება აქვთ ვაქცინის მიმართ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ადამიანებსს გავესაუბრეთ და მათი ზაფხულის გეგმები და დასვენების ამბები გავარკვიეთ.
გიორგი გილიგაშვილი, მომღერალი:
- ჯერ არ დავღლილვარ და არ ვგეგმავ დასვენებას. მოძრაობა და მოძრაობა, ეს სულ ჩვევაში მაქვს. ეს ჩვევა უნდა გაბედნიერებდეს ადამიანს და ჩემს შემთხვევაშიც ასეა, მაბედნიერებს. წელს, ნამდვილად არ დავღლილვარ.
- ზოგადად, როგორი ტიპის დასვენება მოგწონთ?
- ვფიქრობ, რომ ყველანაირი, ხუმრობის გარეშე, იმდენად ცოტა ხანი ცხოვრობს ადამიანი წუთისოფელში, ის აქ დაღლას ვერ მოასწრებს. დასვენებას მე განტვირთვას ვეძახი. თუ სულ პოეზიაში ხარ, პროზით უნდა განიტვირთო, თუ ცეკვაში ხარ, სიმღერით, თუ სიმღერაში ხარ, ფილოსოფიით, შემდეგ სპორტით და ასე. ძალიან ბევრი რამ არის, რითიც შეიძლება გაამრავალფეროვნო ცხოვრება.
- ვაქცინა ხომ არ გაგიკეთებიათ და რას ფიქრობთ აცრაზე?
- არ ავცრილვარ, კორონავირუსი ორჯერ გადავიტანე და ახლა ვირუსი რომ მხედავს, მიფრთხის, აუ, ისევ გილიგაშვილიო? ორჯერვე გამარჯვებით დავბრუნდი მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც. სიმართლე გითხრათ, ვაქცინაზე არ მიფიქრია. როდესაც ადამიანი იბადება, მან იცის, რომ იგი ოდესღაც უნდა ეახლოს უფალს. თუ ადამიანის მრწამსი დაკავშირებულია ეკლესიასთან, ეს ნიშნავს, რომ იგი მეცნიერებასთან არის დაკავშირებული და არა - უმეცრებასთან. თუ მეცნიერება გვაძლებს საშუალებას, ეს ვაქცინა საკურნებელი იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და უფრო დიდხანს ვიცოცხლოთ ამ წუთისოფელში, მაშინ უნდა მივიღოთ ის, რატომ არ უნდა გაიხანგრძლივო ცხოვრება?! წამალი, რომელიც საკურნებელია სიცოცხლისთვის, როგორ შეიძლება ცუდი იყოს. ყურმოკვრით ვიცი რაღაც-რაღაც ინფორმაციები, რომლებშიც ნამდვილად არ ჩამიხედავს. მაგრამ, სიყვარულზე დიდი დამცველობითი ვაქცინა დედამიწაზე არ არსებობს. განაგრძეთ კითხვა